ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი სამუშაო ვიზიტით როტერდამში იმყოფება
როტერდამში (ნიდერლანდების სამეფო) ევროკომისიისა და ნიდერლანდების სამეფოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების დღეები“ (TEN-T Days 2016), რომლის ფარგლებშიც შედგა მინისტერიალი „სატრანსპორტო თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან“ და ასევე შეხვედრა ევროკავშირს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის.