2024-05-03 16:15:10, 324 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი - ეს კანონი მოფიქრებულია „ქართული ოცნების“ პატრონების მიერ მოსკოვში
ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც კინზინგერი აღნიშნავს, საქართველოს მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა "ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენეს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთს და აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაერთოს რუსეთთან". "ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მათ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ სურთ, მისი ნაწილი იყვნენ. ბოლო დროს საქართველოს მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენეს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთს და აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაერთოს რუსეთთან. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე. ახლახან "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ უცხოეთის აგენტებად. ეს კანონი მოფიქრებულია "ქართული ოცნების" პატრონების მიერ მოსკოვში. ამის გამო, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩებში, რასაც მთავრობამ დემონსტრანტების სასტიკი დარბევით უპასუხა. როგორც აშშ-ის კონგრესში საქართველოს ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს, მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისთვის: იყავით ძლიერები; საქართველოს პოლიციისთვის: ნუ დაჩაგრავთ საკუთარ ხალხს. ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ივანიშვილი", - წერს კინზინგერი X-ზე. ავტორი: ექსპრესნიუსი, დღეს, 18 მაისს, 17:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება
დაფიონი კობახიძის მიერ საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა, სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება
ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია
ღარიბაშვილი პრეზიდენტზე - თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|