10:04 - 18 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-03 14:46:55, 246 ნახვა

საზოგადოება
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

პროექტის მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბის სამანქანო ხიდის მშენებლობის პროექტი საბჭოთა კავშირის შემდეგ არ განხორციელებულა.

„ეს იქნება ორზოლიანი გზა. ასევე, მოეწყობა ტროტუარი და საველოსიპედე ბილიკი. ხიდის ერთ მხარეს ასფალტის ქვედა ფენები დაგებულია, მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ყველა მასალა, რაც გამოყენებულია მშენებლობისას საქართველოშია წარმოებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამჟამად, ხიდზე დასრულებულია რკინა-ბეტონის ფილებისა და სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. მონტაჟდება გარე განათების ქსელიც, ხოლო ხიდის სავალ ნაწილზე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნული სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ფავლენიშვილი - სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი - ცოლთან და შვილთან ერთად ვიყავი
ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics