2024-04-26 18:47:37, 329 ნახვა
სამართალი
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის, ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. "პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, დღეს, 18 მაისს, 17:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება
დაფიონი კობახიძის მიერ საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა, სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება
ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია
ღარიბაშვილი პრეზიდენტზე - თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|