2024-04-25 11:10:04, 365 ნახვა
სამართალი
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც ხელს შეუშლიდა შესაბამის სამსახურებს განეხორციელებინათ პირის ქვეყნიდან გაძევება. "გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე",- ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
დღეს, 18 მაისს, 17:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება
დაფიონი კობახიძის მიერ საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა, სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება
ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|