14:52 - 18 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 10:33:10, 356 ნახვა

სამართალი
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს დიდი ხნის განმავლობაში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა  ჰქონდათ.

"ბრალდებული სადავო მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რასაც მეზობელი არ თანხმდებოდა. წარმოშობილი უთანხმოების გამო, 2023 წლის 3 სექტემბერს ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ახალგაზრდა მამაკაცს მოულოდნელად ესროლა, მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების მხარემ საქმეზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებული განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- აღნიშნულია გენპროკურატურის ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - თუ კანონში დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება
საია - მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, ხოლო თსუ-ს სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ
საგარეო - ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას
Reuters - ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics