2024-04-22 17:46:46, 283 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს
ვფიქრობ, გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანა არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდნენ სწორად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განმარტა, საპარლამენტო ფორმატში მოხდება კანონპროექტის პუნქტობრივი განხილვა და საზოგადოებას ექნება მისი შეფასების უფრო უკეთესი შესაძლებლობა. „კანონის მიღების პროცესში იქნება შინაარსობრივი განხილვები საპარლამენტო ფორმატში, ვფიქრობ, რომ ეს სწორი ფორმატი, ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. იცით, რომ პარლამენტში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, ამიტომ, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებსაც განსაკუთრებული წინააღმდეგობა აქვთ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, შეეძლებათ, კონკრეტულ მუხლებზე, კონკრეტულად შინაარსზე დასვან კითხვები და საზოგადოება შეაფასებს, თუ რა არის ამ კანონის შინაარსის მიღმა, ყველა გაიგებს, რა არის არგუმენტები, რა არის კონტრარგუმენტები და დასკვნას გამოიტანს", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე შეფასებით, როცა საუბარია გამჭვირვალობის მოთხოვნაზე, ანგარიშვალდებულებაზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), The New York Times - შეიარაღებულმა მამაკაცმა ავღანეთში 3 ესპანელი ტურისტი მოკლა
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|