2024-04-19 11:33:56, 282 ნახვა
რეგიონი
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი, დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. "ოჯახებს ახალი საცხოვრისი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ მიულოცა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახზე გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე, პროგრამის ბიუჯეტი 5 016 840 ლარს შეადგენს. წლის განმავლობაში სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრისს 120-მდე ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. პროგრამით უკვე 45 ოჯახმა ისარგებლა. სამინისტრო პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე საცხოვრისი 753-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ეკომიგრანტთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით",- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ღარიბაშვილი - თუ კანონში დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება
საია - მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, ხოლო თსუ-ს სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ
საგარეო - ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას
Reuters - ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|