2024-04-18 11:54:54, 277 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული პირი კარგად გაერკვეს ამ კანონის მნიშვნელობაში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირები, წლის ჭრილში ადეკლარირებდნენ იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან". „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის სულისკვეთებაში ყველა დაინტერესებული პირი გაერკვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენს ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან და შესაბამისად, ამ საერთო მიზანს ემსახურება - მეტ გამჭვირვალობას. როგორც მოეთხოვება მთავრობას გამჭვირვალობა, ასევე ყველას, ვინც საჯარო სფეროში მოღვაწეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლიურად ახდენდეს ამ შემოსავლების დეკლარირებას. ეს არ ქმნის პრობლემას ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც გრანტებით და სხვა დახმარებებით ახორციელებენ მათ საქმიანობას, იღებენ განათლებას, თუმცა, არსებობს მთელი რიგი ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წლის განმავლობაში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მალავს ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის საფუძველზე დარეგულირდეს მათი შემოსავლები", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ფავლენიშვილი - გუშინ, ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიყავი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ
ლაშა ფარულავა - ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია
DW - გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში წყალდიდობას ებრძვიან
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|