2024-04-18 11:32:33, 363 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ASTANA STARS-ის მონაწილე გოგონათა ბენდ „117“-ს შეხვდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე დუბაის საერთაშორისო ფესტივალის, სახელწოდებით ASTANA STARS მონაწილე გოგონათა ბენდ "117"-ს შეხვდა და წარმატებული გასტროლი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გოგონათა ბენდს 11-18 წლის კატეგორიაში - II ადგილის დიპლომი გადაეცა. "ფესტივალში რამდენიმე ქვეყნის ინსტრუმენტალური, ვოკალური, ქორეოგრაფიული, ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდი, ანსამბლი და სოლო შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული გოგონათა ბენდი "117", კალისტრატე ცინცაძის ხელმძღვანელობით. ფესტივალი ოფიციალურად 13 აპრილს გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი გაიმართა. ბენდი "117" 2022 წელს ჩამოყალიბდა და მის რეპერტუარში შედის როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერები. ბენდთან ერთად, დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრულ საქმეთა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე და ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის ხელმძღვანელი ნინო ბერიძე იმყოფებოდნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ღარიბაშვილი პრეზიდენტზე - თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას
ღარიბაშვილი - თუ კანონში დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება
საია - მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, ხოლო თსუ-ს სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ
საგარეო - ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|