2024-03-27 02:15:24, 672 ნახვა
სპორტი
პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად მივიდა. მთავრობის მეთაურმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა. „დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს - 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული ხალხი და ამიტომ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ - ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი! დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო თითოეული მათგანისა და თითოეული თქვენგანის მიმართ, უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ!" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, პრეზიდენტი - ამ კანონის ხელახლა წარდგენა თავისთავად პროვოკაცია იყო ევროკავშირის კარის გაღების ნახვით ბედნიერი საზოგადოების წინააღმდეგ
ზურაბიშვილი - როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო
პრეზიდენტი ელჩებს - ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|