2024-03-23 10:12:11, 619 ნახვა
Lifestyle
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონს სიმსივნე აღმოუჩინეს, იგი ქიმიოთერაპიას გადის
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა განცხადება, რომ პრინცესა ახლა პრევენციული ქიმიოთერაპიის ადრეულ ეტაპებს გადის. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მეუღლეს სიმსივნე იანვარში ჩატარებული მუცლის ოპერაციის შემდეგ აღმოუჩინეს. სიმსივნის ტიპი არ არის ცნობილი. ქეითმა ქიმიოთერაპია თებერვლის ბოლოს დაიწყო. პრინცესამ ჩაწერა ვიდეო მესიჯი, რომელშიც მან თქვა: - ”რა თქმა უნდა, ეს იყო დიდი შოკი და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირადად გავუმკლავდეთ, ჩვენი ახალგაზრდა ოჯახის გულისთვის. როგორც წარმოგიდგენიათ, ამას დრო დასჭირდა. დრო მჭირდებოდა, რომ გამოჯანმრთელებულიყავი სერიოზული ოპერაციიდან და დამეწყო ონკოლოგიური მკურნალობა. მაგრამ რაც მთავარია, დრო გვჭირდებოდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ისე აგვეხსნა, როგორც მათ შეეფერებოდათ და დაგვერწმუნებინა, რომ კარგად ვიქნებოდი. მე ვუთხარი მათ, რომ ჯანმრთელი ვარ და დღითი დღე ვძლიერდები, ფოკუსირებას ვაკეთებ იმაზე, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში“, - თქვა 42 წლის პრინცესამ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ლევან იოსელიანი ახალგაზრდებზე - იშვიათად მინახავს ასეთი გულრწფელობა აქციაზე, მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული
ბრაზილიაში წვიმების შედეგად, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაკარგულად ითვლება
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
ფავლენიშვილი - როცა გომელაური არაფერს აკეთებს ივანიშვილის ზონდერ ჯგუფების დასასჯელად, ვაპირებთ, ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|