08:55 - 18 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 11:50:21, 721 ნახვა

სპეციალური ანონსი
ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურარურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, ანგარიში პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიმართულებით წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთა; ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველი საქმეები; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები; ქურდული სამყაროს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. 

"საუბარი შეეხება შედეგების სტატისტიკურ და ანალიტიკურ მიმოხილვას, განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და სამომავლო გეგმებს. 

აღნიშნულ საკითხებზე საბჭოს წინაშე ანგარიშით ასევე წარდგებიან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი. 

საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა დღეს, 27 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართება, რომელიც საპროკურორო საბჭოს და საქართველოს პროკურატურის ოფიციალური Facebook გვერდების მეშვეობით, პირდაპირ ეთერში, უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა. 

საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოა, რომლის ძირითად მიზანს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ფავლენიშვილი - სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი - ცოლთან და შვილთან ერთად ვიყავი
ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics