2023-12-01 11:29:30, 822 ნახვა
სამხედრო
სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლებით პირველად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას თბილავიამშენის მიერ გარემონტებული სუ-25-ის, მი-24-ის ტიპისა და „მიმინოს“ ტიპის საფრენი აპარატები იღებდნენ. "საავიაციო წვრთნაში მონაწილე ჯგუფების მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონის განადგურება წარმოადგენდა. საავიაციო სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოდერნიზაცია უკვე ჩაუტარდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვან ნაწილს და აღნიშნული პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება. სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, 5 ერთეული მი-24. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატებისა და 2 ერთეული მი-8 მტვ რემონტზე. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ფავლენიშვილი - სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი - ცოლთან და შვილთან ერთად ვიყავი
ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|