2023-11-25 12:56:20, 1701 ნახვა
სპორტი
ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბათუმის „დინამო" სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს გამარჯვება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პირადად მიულოცა. "ყველა ბათუმელს და ბათუმის დინამოს გულშემატკივარს მინდა მივულოცო გამარჯვება. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს ჩემპიონობა ჩვენი გუნდის 100 წლისთავს დაემთხვა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ 4 წელიწადში უკვე მეორედ გვეზეიმა ჩემპიონობა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, გუნდის მესვეურებს. შემიძლია ვთქვა, რომ გამარჯვების ისტორია, რომელიც დაწერა ბათუმის დინამომ, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ წინ გვაქვს თასის ფინალი. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ძალიან ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქალაქი და რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის მთავარი ამოცანაა, რომ ბათუმის დინამოს დავეხმაროთ მის შემდგომ განვითარებაში, რომელიც იქნება ევრო-ტურნირებზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო "შავი ზღვის პირატებს", რომლებიც ყოველ თამაშზე როგორც საშინაო, ასევე გასვლით თამაშებზე ჩვენს გუნდს ამხნევებენ და ჩვენი გუნდი გამორჩეულია არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ყველგან თავისი ბრძოლისუნარიანობით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმის დინამომ ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა. ბათუმელები ქვეყნის ჩემპიონები პირველად 2021 წელს გახდნენ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ფავლენიშვილი - გუშინ, ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიყავი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ
ლაშა ფარულავა - ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია
DW - გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში წყალდიდობას ებრძვიან
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|