2023-07-13 20:12:51, 2794 ნახვა
ციტატები
ლევან ხაბეიშვილი - სრული სისულელეა რაიმე თანამდებობებზე მსჯელობაც კი, მითუმეტეს პრემიერ მინსიტრობის კანდიდატურაზე ყველა ასეთი თემა არის სპეკულაცია და ტყუილი
„სრული სისულელეა რაიმე თანამდებობებზე მსჯელობაც კი. ასეთი სისულელე თავში აზრად არ მოუვა არავის ამ პირობებში, რომ თურმე რაღაც გარკვეულ თანამდებობაზე იყოს საუბარი. სრული სისულელეა ამაზე მსჯელობაც კი, რომ დღეს ვინმემ დაიწყოს პრემიერ მინისტრობაზე საუბარი, ან კანდიდატზე ან მსგავს რამეებზე და რატომ?! ჩვენს ქვეყანას აქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - გაგვარუსებენ ბოლომდე თუ ვერ შეძლებენ, ამიტომ ყველა ასეთი თემა არის მოგონილი, ყურით მოტანილი, ჭორი და ტყუილი. ამაზე მსჯელობა არც ყოფილა, დღეს ვინმემ რაიმე თანამდებობაზე და კანდიდატებზე ისაუბროს, როცა რუსული პარტია ქვეყნის გარუსებას აპირებს, სიგიჟეა და ტყუილია, რომ რამე მსჯელობა არსებობს. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თქვა, რომ არის მხოლოდ თანამშრომლობა და არავის უხსენებია პრემიერ მინისტრობის კანდიდატი და დანარჩენი მხოლოდ არის სპეკულაციები, ტყუილი. რაც შეეხება თანამშრომლობას და კონსულტაციას, ცხადია ეს დაწყებული გვაქვს, ვსაუბრობთ, გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს და ეს კონსულტაციები არ ეხება თანამდებობებს, ეს ეხება საერთო სტრატეგიას ოპოზიციურ ველზე, გეგმების და მიზნების განსაზღვრას და თანამშრომლობას. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, რომელიც ეხება რუსი ოლიგარქის დამარცხების გეგმებს და სტრატეგიას და არა, არავითარ შემთხვევაში რაიმე თანამდებობებს. "ნაციონალური მოძრაობა" ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთი აგურის დადება შეუძლია და ამ ბრძოლაში პარტიის პლატფორმის გამოყენებას ვთავაზობთ ყველას, ვისაც თავი წარმოუდგენია პროქართველ, პროევროპელ, პროდასავლელ პოლიტიკოსად. ჩვენ ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან სათანამშრომლოდ. - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძის პრემიერ მინისტრობის შესაძლო კანდიდატურაზე ავტორი: ექსპრესნიუსი, პრეზიდენტი - ამ კანონის ხელახლა წარდგენა თავისთავად პროვოკაცია იყო ევროკავშირის კარის გაღების ნახვით ბედნიერი საზოგადოების წინააღმდეგ
ზურაბიშვილი - როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო
პრეზიდენტი ელჩებს - ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|