2023-04-06 20:12:17, 1315 ნახვა
კომენტარი
იუკნევიჩიენე სანქციებზე - მოსამართლეების საქმე და ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია
ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება, დიდი პროცესის დასაწყისია, რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების მხარდაჭერას ის ამაზე კომენტარს წინასწარ ვერ აკეთებს. "ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ევროპულ პარლამენტს არა ერთხელ მოუთხოვია სანქციების დაწესება, მაგრამ საუბარია სანქციების დაწესებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის მიმართ, რომელიც ყველაფრის უკანაა, მათ შორის მოსამართლეების, მართლმსაჯულების და პოლიტიკური სისტემების, ბუნებრივია, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. მჯერა, რომ მოსამართლეების საქმე და ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გაზიარებას ევროკავშირში, ვნახოთ, ჯერჯერობით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. აქ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ერთსულოვნებაა მნიშვნელოვანი", - განაცხადა იუკნევიჩიენემ. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, The New York Times - შეიარაღებულმა მამაკაცმა ავღანეთში 3 ესპანელი ტურისტი მოკლა
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|