2020-11-21 13:02:53, 5682 ნახვა
უსკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩევლის 8.58%-იანი აქტივობა დაფიქსირდა
უსკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ნესტან ნაკაშიძის განცხადებით, 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობამ 8.58% შეადგინა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში, ხოლო ყველაზე დაბალი ბათუმში დაფიქსირდა. „წარმოგიდგენთ ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელს 12 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონის ორი მაჟორიტარული ოლქისათვის. #28-ე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში 12 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 10 504-მა ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 7.14%-ს. #30-ე უბანზე ხელვაჩაური-წედა-შუახევის მაჟორიტარულ ოლქში 10 430-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც 10.78%-ს შეადგენს. ჯამში, 12 საათის მდგომარეობით არის 8.58% აქტივობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ტრადიციულად ქედის ოლქში 13.17%, ხოლო ყველაზე მცირე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში - 7.14%“, - განაცხადა ნესტან ნაკაშიძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, The New York Times - შეიარაღებულმა მამაკაცმა ავღანეთში 3 ესპანელი ტურისტი მოკლა
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|