2020-11-21 10:11:32, 4881 ნახვა
პრეზიდენტი - იმედი მაქვს მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული
მაქვს დიდი იმედი, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, 2020 წლის პარლამენტის საქმიანობა ძალიან მალე დაიწყება, რადგან პანდემიიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დამტკიცება. „მივეცი ხმა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას, მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი, ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, 9 პარტიას მისცა ხმა და მგონი, ყველამ უნდა ვცეთ პატივი ამომრჩეველსა და მის სურვილს. ეს პარლამეტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს, რომ ჩვენ არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი, ამას ვუსურვებ საქართველოს, ვუსურვებ ყველას“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ფავლენიშვილი - სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი - ცოლთან და შვილთან ერთად ვიყავი
ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|