|
 |
იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს შორის სხვაობა 3% შეადგენს
უკრაინის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმათა 99.27% დათვალა. ბოლო მონაცემებით, “რეგიონების პარტიის” ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი ხმათა 48.76% ლიდერობს, მოქმედი პრემიერი იულია ტიმოშენკო ამომრჩეველთა 45.66%-ს ხმები ერგო. |
|
|