2024-05-02 15:24:41, 303 ნახვა
საზოგადოება
ქარტია - მოვუწოდებთ საპოლიციო ძალებს, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პირველ მაისს ღამით და 2 მაისს გამთენიისას გამართულ აქციებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ქარტია „მოუწოდებს საპოლიციო ძალებს, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს“. „ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კვლავ მიაყენეს დაზიანებები ჟურნალისტებს, რომლებიც პირველ მაისს ღამით და 2 მაისს გამთენიისას მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას აშუქებდნენ. „მთავარი არხის“ ცნობით, დაშავდა მათი სამი ოპერატორი. ზუკა ჩხირკვია წყლის ჭავლმა წააქცია, რის შემდეგაც მას სახეში მოხვდა გაურკვეველი ბლაგვი საგანი, ხოლო ავთო მესხმა თავის არეში დაზიანება მიიღო. 9 აპრილის ქუჩაზე მუშაობისას დაშავდა ლუკა ლავრელაშვილი. ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, რომელიც პარლამენტთან მუშაობდა, შსს-ს წარმომადგემნელმა დაარტყა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალა. დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის შესუნთქვის გამო მუშაობისას ცუდად გახდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები ნიკა საჯაია და სალომე ბოკუჩავა. ორივე ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. რეზინის ტყვიებით დაზიანდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი. წინა დღეს, 30 აპრილს ღამით და პირველ მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყანეს, პირადად თუ სპეციალური საშუალებების გამოყენებით ფიზიკურად დააზიანეს სულ ცოტა 14 ჟურნალისტი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს მათ, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს", - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება
ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია
ლინკევიჩუსი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების მიღწევების გამო, არამედ ქართველი ხალხის ნების გამო მიენიჭა
ბოკუჩავა - ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტზე პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს ძალიან ემთხვევა
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|