2024-05-02 11:41:31, 252 ნახვა
საზოგადოება
სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია - ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში, საქართველოს მელიორაციის მიერ ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის შედეგებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებით, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. როგორც ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, სოფელს წლებია წყლის პრობლემა ჰქონდა და მისი მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. „სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით, ბოლო 10 წელია მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, მხოლოდ ქვემო ქართლში, დაახლოებით 70 მლნ ლარის სარეაბილიტაციო ღონისძიებები არის განხორციელებული. ამ წლების განმავლობაში. დავასრულეთ წერეთლის არხის რეაბილიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1000-ზე მეტ ჰექტარ ფართობზე გარანტირებული წყალმომარაგება ექნებათ ფერმერებს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მასშტაბური ხდება, რადგან ჩვენ გვყავს 4 საფინანსო ინსტიტუტი, დონორი და მომავალი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, 300 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ წერეთლის არხის 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტრაპეციული კვეთის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები; 2700 მეტრი სიგრძის საექსპლუატაციო გზა; სამანქანე და საფეხმავლე ხიდები. პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება
ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია
ლინკევიჩუსი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების მიღწევების გამო, არამედ ქართველი ხალხის ნების გამო მიენიჭა
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|