15:27 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 21:28:19, 253 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო, მათი შრომა ძალიან დასაფასებელია

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო სამედიცინო დახმარება. როცა, ზოგიერთი მედიასაშუალება ასეთ ფაქტს ავრცელებდა, იქვე, კადრში, მათდა სამწუხაროდ, ეკიპაჟი ჩნდებოდა. სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო. მათი შრომა ძალიან დასაფასებელია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ იყო, მოქალაქეების დაძაბვასა და ხელისუფლებისთვის, რეპუტაციული ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.

„მოვკარი თვალი ისეთ ინფორმაციას, რომ სასწრაფოს ხელმიუწვდომლობის გამო, სტუდენტები ქაშვუეთის ეზოში იყვნენ. ეს მაშინ, როდესაც ადგილზე იყვნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც მზად იყვნენ ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად. იმ კონკრეტულ ადგილზე, მინიმუმ, ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელიც იმ დროისთვის, არავის სჭირდებოდა. ეს იყო გამიზნულად, რათა ადამიანები უფრო მეტად დაეძაბათ და შეშფოთებულები გაეხადათ და ამ კუთხითაც მიეყენებინათ რეპუტაციული ზიანი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა დაზარალებულ მოქალაეებზე. მისი თქმით, მძიმე და დრამატული ინფორმაციები ვრცელდებოდა იმის შესახებ, თითქოს, ასეულობით ადამიანია დაზარალებული.

„ჰოსპიტალიზაცია 11 ადამიანს დასჭირდა.მათგან 6 სამართალდამცავია, ხოლო 5 - მოქალაქე. მათი მდგომარეობა არც ერთ შემთხვევაში არა არის მძიმე. აქვთ სხვა დონის ტრავმები. შესაბამისად, ყველა მათგანთან მიმართებაში მიმდინარეობს მკურნალობა.ზოგიერთის შემთხვევაში, ეს გაცილებით მარტივადაა, ზოგიერთის შემთხვევაში, ეს შეიძლება, გახანგრძლივდეს, მაგრამ ეს ტრავმები არსებითად მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის ”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბეჟაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამატა მუხლი, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე საიდუმლოების შეგროვებას ეხება
შსს - დერილ შოლცი არ დაგვიკავებია და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი
აპარატი - 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მოვინახულეთ აქციებზე დაკავებული 180 პირი - 93 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა
სააკაშვილი - მინდა იცოდეთ, საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა... ჩემი ხელით ჩავწერე - „თავისუფლება დღეს ჩვენი“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics