12:57 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 17:05:12, 342 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - მოვუწოდებ შსს-ს, არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

ომბუდსმენმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფნგზე ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ დაიცვან მშვიდობიანი შეკრების ფარგლები.

"მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ; არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში; არ მოახდინოს მათზე ძალადობა. მეორე მხრივ, ასევე მინდა მოვუწოდო დღევანდელი შეკრების მონაწილეებს, რომ დაიცვან შეკრების ფარგლები, მისი მშვიდობიანი ფორმა და ეს რომ არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში...

პარლამენტის პიკეტირების მონაკვეთი: ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლების მოთხოვნა, შესაძლოა, იყოს ლეგიტიმური თუმცა, მთავარია განთავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც აპარატის დაკვირვებით ცალკეულ შემთხვევაში ნამდვილად არ იყო სახეზე.

წიწაკის სპრეის მონაკვეთი: მოგვიანებით, დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ სამართალდამცავებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი, როგორც დამიზნებით, ასევე ზოგადად, აქციის მონაწილეების მიმართ. წიწაკის სპრეის აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე გამოიყენეს, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ტერიტორიის გათავისუფლება. არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა მისი გამოყენების საფუძვლები. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ არ მომხდარა სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე აქციის მონაწილეთა გაფრთხილება.

სხვადასხვა საშუალებების გამოყენების დაწყება: 23:22 საათიდან სამართალდამცავებმა, გაფრთხილების გარეშე, ცრემლსადენი გაზის დიდი რაოდენობა გააფრქვიეს. ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ გაკეთებულ გაფრთხილების განცხადებას თითქმის მაშინვე მოჰყვა წყლის ჭავლის გაშვება. სახალხო დამცველი, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და შემდგომაც, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის, შესაბამისად მისი დაშლისკენ მოწოდებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების შეკრების თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ შეკრების მონაწილეები მშვიდობიანად აგრძელებდნენ პროტესტს, ხოლო სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის) გამოყენება რამდენიმე საათის განმავლობაში, გარკვეული პერიოდის შუალედებით, კვლავ გრძელდებოდა, უკვე რუსთაველის გამზირზე გადანაცვლებული აქციის მონაწილეთა მიმართ.  

სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც მისი განმარტებით, სამართალდამცავებმა სცემეს.  

გარდა ამისა, წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავდნენ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტები, საქმიანობაში ხელი შეეშალა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს.

დაკავებულთა მონახულება: 30 აპრილის ღამის და 1-ელი მაისის მთელი დღის მანძილზე სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა 49 პირი მოინახულეს. მათგან, 47 ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის, ზუგდიდის, თელავის, დუშეთის, მცხეთის, გორის, ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

31 პირი მიუთითებდა პოლიციის/სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე/არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. უმრავლესობას  აღენიშნებოდა დაზიანებები. 31-დან 19 ითხოვდა რეაგირებას, რის შესახებაც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.  

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს: 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აღარ დაუშვას სამართალდამცავთა მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფაქტები;

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

გაატაროს ყველა კანონისმიერი ეფექტიანი ღონისძიება 30 აპრილს/1-ელ მაისს სამართალდამცავი პირების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების მქონე თითოეული ფაქტის გამოძიების, დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისა და მის მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების გატარების მიზნით",- განაცხადა იოსელიანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა - ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტზე პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს ძალიან ემთხვევა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 18-20 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
Reuters - ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანას განიხილავენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics