03:00 - 15 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-28 22:08:29, 383 ნახვა

პოლიტიკა
აქციის ორგანიზატორები - თუ პარლამენტი 29 აპრილს „რუსული კანონის“ მეორე პლენარულ მოსმენას ჩანიშნავს, წინ აღვუდგებით

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ხვალ, 29 აპრილს აღნიშნული კანონპროექტის მე-2 პლენარული მოსმენა არ ჩანიშნოს. ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ხალხის სახელით, აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

როგორც ამაღლობელმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მე-2 მოსმენას ჩანიშნავს, მოქალაქეები მას ქუჩაში გააპროტესტებენ.

"საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, შევქმნათ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, რასაც “რუსული კანონის მიღება გამოიწვევს”;

საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. პარლამენტი ვალდებულია, დაემორჩილოს უზენაეს კანონს - საქართველოს კონსტიტუციას; საქართველოს პარლამენტის მიერ “რუსული კანონის” მიღებას მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლების გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოდან; საქართველოს მოქალაქები არ დავუშვებთ დემოკრატიის ჩანაცვლებას ანტიკონსტიტუციური, ავტორიტარული მმართველობით; ამიტომ, დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დავიძრებით მარშით სწორედ საქართველოს პარლამენტის მიმართულებით; მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს, როგორც სიმბოლოს საქართველოს მოქალაქეთა ერთობის; ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ილუზორული მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ხელისუფლებას იძულებით მოჰყავს ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთა დიდ ნაწილსაც არ სურს “რუსული კანონის” მიღება; ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ  აქციაზე მდგარი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენ მოთხოვნებს - “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”; ჩვენი მოთხოვნების სამიზნე არის ხელისუფლება და არა ხალხი, ამიტომ, ჩვენ არ გადავდგამთ არც ერთ ნაბიჯს, რათა მტრის გეგმას შევუწყოთ ხელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების არარსებული სურათი დაიხატოს; ჩვენ, 29 აპრილს, დილის 9 საათიდან გავაპროტესტებთ “რუსული კანონის” მეორე საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ დაპირისპირებაში შესვლას ჩვენ თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან;

კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული სხდომა კანონის მეორე მოსმენის გასამართად; ხვალ, 29 აპრილს თუ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს “რუსული კანონის” მეორე მოსმენას პლენარულ სხდომაზე, ეს იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო თვითნებობა ხელისუფლების მხრიდან, რასაც წინ აღვუდგებით. საზოგადოებრივი ჯგუფები მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ხელი შევუშალოთ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას; ხელისუფლებამ იცოდეს, რომ პლენარულრ სხდომაზე მეორე მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩანიშნონ ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეკრებისკენ, რათა წინ აღვუდგებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და საგარეო კურსის ცვლილების თავსმოხვეულ ავანტიურას; ძალა ერთობაშია - გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, თავისუფალ საქართველოს! კი ევროპას, არა რუსულ კანონს!"- განაცხადა ამაღლობელმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვედანტ პატელი - საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება
პრეზიდენტი - მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმი იქნება
15 მაისის 09:30 საათიდან, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics