10:02 - 14 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-28 20:55:41, 349 ნახვა

პოლიტიკა
ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" "ქართულ ოცნებას" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის გადადებას სთავაზობს.

როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხვალ, 29 აპრილს დაგეგმილი მოსმენის გადადება "აუცილებელია პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით".

"მივმართავთ "ქართულ ოცნებას", პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მიგვაჩნია, რომ  აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას.   

ხვალ, 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან,  მით უმეტეს როდესაც თვითონ "ქართულ ოცნებას" იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვს კონტრაქცია.  

თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება "ქართულ ოცნებას",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ხვალ, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოსმენაა დაგეგმილი. 

ხვალვე, "ქართული ოცნება" რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის სასახლის წინ შეკრებას აანონსებს. დედაქალაქში 29 აპრილს კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაც არის ჩანიშნული.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრეგაძე ლომჯარიას - სწორედ ესეთი აზროვნებაა ბოლშევიკური ნინო და, რაც არ უნდა ევროპული დროშა მოახვიო დასამალად, მაინც თავს იჩენს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება
აჭარაში 300-მდე პირი სერვისის მიმართულებით გადამზადდა
Freedom House - თუ კანონი ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე მიიღება, ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics