2024-04-24 21:08:10, 320 ნახვა
მსოფლიო
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცითავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გაერთიანდეს. „გერმანია და დიდი ბრიტანეთი ერთად დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენი აშკარა მიზანია მხარდაჭერა, რათა უკრაინამ შეძლოს რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ნატო-ს ქვეყნები, არ ვართ ომში რუსეთთან. აშშ-ის გადაწყვეტილება არ გვათავისუფლებს აქ, ევროპაში ჩვენი მხარდაჭერის შემდგომი გაფართოებისგან, რათა ქვეყანამ შეძლოს თავის დაცვა აგრესიისგან. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოოთ ეს, ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს, რათა შევქმნათ გაუმჯობესებული ჩარჩო ორმხრივი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის. მიუხედავად ამისა, ჩემი გადაწყვეტილება არის ძალიან ნათელი „ტაურუსის“ გაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება ასევე ნათელია იმ მხრივ, რომ ჩვენ კვლავ ვიქნებით უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ევროპაში“, - განაცხადა შოლცმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბეჟაშვილი - როცა „ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს, ცვლილება მესამე მოსმენისთვის ფარულად შეიტანეს
შსს - დერილ შოლცი არ დაგვიკავებია და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი
აპარატი - 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მოვინახულეთ აქციებზე დაკავებული 180 პირი - 93 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა
სააკაშვილი - მინდა იცოდეთ, საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა... ჩემი ხელით ჩავწერე - „თავისუფლება დღეს ჩვენი“
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|