2024-04-24 12:58:56, 321 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა. "დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს. სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს. დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, აპარატი - 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მოვინახულეთ აქციებზე დაკავებული 180 პირი - 93 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა
სააკაშვილი - მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა...ჩემი ხელით ჩავწერე - „თავისუფლება დღეს ჩვენი“
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|