2024-04-24 10:48:44, 295 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან ერთად ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, წელს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრისა და მაგისტრატურის 11 სტუდენტი, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტი გახდა. „სტიპენდიატებს ვახტანგ მაისურაძემ დამსახურებული და ღირსეული ადამიანის სახელობითი სტიპენდიის მინიჭება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სტიპენდიანტები გახდნენ: ქეთევან გიგაური, ტატო ბეჟიტაშვილი, მარიამ პატაშური, ლედი ონეზაშვილი, ნინო ბიძინაშვილი, გიგა გიგილაშვილი, თინათინ ნავროზაშვილი, ანი ოთარაშვილი, შორენა მალაციძე, ელისო წერეთელი და სალომე მიდელაშვილი. როგორც შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია მათთვის არ ამხოლოდ ფინანსური და მორალური მხარდაჭერაა, არამედ თითოეული მათგანისთვის დიდი მოტივაციაა. კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან (99 – 100 ქულა), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია ენიშნებათ”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), Reuters - ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანას განიხილავენ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და პუტინს - ისინი ახლა მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ
The Times of Israel - სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა - საელჩო შემთხვევის გამო დაკეტილია
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|