2024-04-23 13:04:56, 297 ნახვა
სამართალი
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მახალაკიძეებსა და ჭვანაში, 2 კი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში დალუქეს. "მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროების მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია წაბლისა და მურყანის (თხმელა) სახეობის, ჯამში, 38 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ზურაბიშვილი - ერთადერთი, ვისაც შეუძლია, შეცვალოს დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებზე
კობახიძე - შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
საგარეო - ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო
ბეჟაშვილი - როცა „ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს, ცვლილება მესამე მოსმენისთვის ფარულად შეიტანეს
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|