11:53 - 17 May, 2024
2024-04-21 12:19:39, 369 ნახვა
ომი უკრაინაში
მეცოლა - ერთადერთი გზა მშვიდობისკენ, თავის დაცვაში უკრაინელი ხალხის დახმარებაა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება. როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, მშვიდობისკენ გზა უკრაინელი ხალხის დახმარებაზე გადის. "ევროპარლამენტის სახელით მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დღევანდელ კენჭისყრას, რომელიც გადამწყვეტ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ერთადერთი გზა მშვიდობისკენ არის უკრაინელი ხალხის დახმარება თავის დაცვაში. ჩვენ ერთიანი ვართ თავისუფლებისთვის, აგრესიის წინააღმდეგ",- წერს მეცოლა X-ზე. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ავტორი: ექსპრესნიუსი, Reuters - ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანას განიხილავენ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და პუტინს - ისინი ახლა მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ
The Times of Israel - სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა - საელჩო შემთხვევის გამო დაკეტილია
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|