2023-11-25 12:56:20, 1698 ნახვა
სპორტი
ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბათუმის „დინამო" სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს გამარჯვება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პირადად მიულოცა. "ყველა ბათუმელს და ბათუმის დინამოს გულშემატკივარს მინდა მივულოცო გამარჯვება. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს ჩემპიონობა ჩვენი გუნდის 100 წლისთავს დაემთხვა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ 4 წელიწადში უკვე მეორედ გვეზეიმა ჩემპიონობა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, გუნდის მესვეურებს. შემიძლია ვთქვა, რომ გამარჯვების ისტორია, რომელიც დაწერა ბათუმის დინამომ, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ წინ გვაქვს თასის ფინალი. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ძალიან ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქალაქი და რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის მთავარი ამოცანაა, რომ ბათუმის დინამოს დავეხმაროთ მის შემდგომ განვითარებაში, რომელიც იქნება ევრო-ტურნირებზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო "შავი ზღვის პირატებს", რომლებიც ყოველ თამაშზე როგორც საშინაო, ასევე გასვლით თამაშებზე ჩვენს გუნდს ამხნევებენ და ჩვენი გუნდი გამორჩეულია არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ყველგან თავისი ბრძოლისუნარიანობით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმის დინამომ ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა. ბათუმელები ქვეყნის ჩემპიონები პირველად 2021 წელს გახდნენ. ავტორი: ექსპრესნიუსი, მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება
ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია
ლინკევიჩუსი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების მიღწევების გამო, არამედ ქართველი ხალხის ნების გამო მიენიჭა
ბოკუჩავა - ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტზე პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს ძალიან ემთხვევა
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|