2023-08-26 22:25:01, 1015 ნახვა
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ედინბურგში შოტლანდიასთან დამარცხდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 6:33 დამარცხდა. "პირველი არხის" ცნობით, გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიელთა პირველ შემოტევას კარგად გაუმკლავდნენ და თანდათან უპირატესობაც მოიპოვეს, რაც მე-11 წუთზე ანგარიშშიც აისახა – ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს და ლუკა მატკავამ დარტყმა ზუსტად შეასრულა. შეხვედრა ქართველი მორაგბეების უპირატესობით გაგრძელდა. მე-20 წუთზე „ბორჯღალოსნები“ ძალიან ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ მასპინძლებმა მოახერხეს თავის დაცვა, იმ ეპიზოდში არბიტრმა ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა და მატკავამ კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა – 6:0 მეორე ტაიმი შოტლანდიელებმა აქტიურად დაიწყეს, ერთგვარი შტურმი მოაწყვეს ჩვენს ნახევარზე და ტაიმის საწყის ხუთ წუთშო ორი ლელოს დადება მოახერხეს, ორივე ზუსტად გარდასახეს და 14:6 დაწინაურდნენ. შოტლანდიელები აქტიურად თამაშს განაგრძობდნენ, მე-60 წუთზე კიდევ ერთი გარდასახული ლელო მიითვალეს და უპირატესობა გაზარდეს. საბოლოოდ მასპინძლებმა მეორე ტაიმში ხუთი ლელოს დადება მოახერხეს და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 33:6. ავტორი: ექსპრესნიუსი, მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება
ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია
ლინკევიჩუსი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების მიღწევების გამო, არამედ ქართველი ხალხის ნების გამო მიენიჭა
ბოკუჩავა - ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტზე პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს ძალიან ემთხვევა
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|