14:51 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-26 18:56:12, 1049 ნახვა

სპორტი
სინგაპურში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე გიგა ჭიკაძემ ალექს კასერესი დაამარცხა

სინგაპურში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე 20-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

გიგა ჭიკაძემ ალექს კასერსს მსაჯების შეფასებით სამივე რაუნდი მოუგო.

ჩხუბის დასრულების შემდეგ გიგამ განაცხადა, რომ საყვარელი საქმის გარეშე 20 თვის განმავლობაში ყოფნა მისთვის რთული იყო და ორგანიზაცია UFC-ის ახალი შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

კარიერის განმავლობაში გიგამ MMA-ში 18 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 15 მოიგო. რაც შეეხება უშუალოდ UFC-ის მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 1 მარცხია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აპარატი - 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მოვინახულეთ აქციებზე დაკავებული 180 პირი - 93 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა
სააკაშვილი - მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა...ჩემი ხელით ჩავწერე - „თავისუფლება დღეს ჩვენი“
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics