2022-04-15 14:36:39, 5725 ნახვა
კულტურა
„საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით “ტრადიციულმა“ წარმოება 150%-ით გაზარდა
„საქართველოს ბანკი“ მეღვინეობის სექტორისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი „ტრადიციული“ ახალ საექსპორტო ბაზრებს ითვისებს. კომპანია ღვინისა და სხვა ტრადიციული სპირტიანი სასმელების წარმოებას სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში ახორციელებს. „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი 406 800 ლარის მოცულობის ინვესტიციით საწარმო აქტიურად ავითარებს საქმიანობას და ზრდის წარმოებას. „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავხვეწოთ პროდუქცია, რათა მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური სასმელი შევთავაზოთ. ამას ერთის მხრივ, წარმოებაში ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ყურძნის გამოყენებით ვუზრუნველვყოფთ, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვიხსნის წვდომას საჭირო რესურსზე. ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ავზების შესანახი ცისტერნების, გადასამუშავებელი დანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას მოვახმარეთ. მიღებული ინვესტიციის საფუძველზე კი შევძელით, წარმოების და გადამუშავების 150%-ით ზრდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ახალი საექსპორტო ბაზრები აგვეთვისებინა“ , - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ბორის აბაკელია. უკვე რამდენიმე წელია, „ტრადიციული“ წარმატებით ახორციელებს იაპონიაში საფერავის, ქისის, რქაწითელის, ხიხვისა და სხვა დასახელების ალკოჰოლური სასმლის რეალიზაციას. მალე კომპანიის პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია. ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business ავტორი: ექსპრესნიუსი, ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია
ლინკევიჩუსი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების მიღწევების გამო, არამედ ქართველი ხალხის ნების გამო მიენიჭა
ბოკუჩავა - ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტზე პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს ძალიან ემთხვევა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 18-20 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|