2022-04-14 13:32:46, 2925 ნახვა
კულტურა
აჭარაში ტრადიციებისა და რიტუალების გზამკვლევი მომზადდება
აჭარაში ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევი მომზადდება.- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. „აჭარა განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველია თავისი ავთენტურობით, იმ არამატერიალური კულტურული ღირებულებებით და წეს-ჩვეულებებით, რომელიც განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი. აჭარის ეთნოგრაფიულმა ყოფამ შემოინახა ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი არაერთი ტრადიცია და რიტუალი, რომლებიც ქართველი ხალხის სამეურნეო საქმიანობას, სულიერ კულტურას, საზოგადოებრივ და საოჯახო ყოფას, ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება. ტრადიციები ხასიათდებიან მდგრადობით, სიცოცხლისუნარიანობით და ინახავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას აჭარის ეთნიკური თავისებურებების, აქაურთა ხასიათის, თვითმყოფადობის, კულტურული იდენტობის შესახებ. აღნიშნული გზამკვლევის მიზანი ამ ტრადიციების ასახვა და პოპულარიზაციაა, რადგან სწორედ მათში ვლინდება ეთნოსის უნივერსალობა. მართალია ხალხურმა ტრადიციებმა და რიტუალებმა განიცადეს ტრანსფორმაცია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დღესაც მეტად აქტუალურია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. აჭარული ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევი წლის ბოლოსთვის მომზადდება და მასში ყურადღება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო ხალხურ რიტუალებსა და ტრადიციებს დაეთმობა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის მომსახურების სფეროში დაინტერესებული პირებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის” , - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 18-20 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
Reuters - ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანას განიხილავენ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|