2020-11-21 11:47:26, 4660 ნახვა
ბიძინა ივანიშვილი - ზოგიერთი პარტია ზედმეტად ემოციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს
ზოგიერთი პარტია ზედმეტად ემოციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. „კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გამოიჩინეს და დღესაც, როდესაც კოვიდი ბობოქრობს, მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია, ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღეთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|