აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ვაშინგტონში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ზომები განიხილება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხმამაღალმა კრიტიკოსმა, უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა:
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოს რესპუბლიკაში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ მკაცრი პოზიციისთვის. მათ გააყალბეს 26 ოქტომბრის არჩევნები. მათ ამერიკასთან კავშირები კრიმინალიზაცია მოახდინეს. მათ განდევნეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, რითაც ფაქტობრივად საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. მათ არაერთხელ დაამცირეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. რონდელის ფონდის მონაწილეობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საუბრობს საქართველოში ამჟამად დამკვიდრებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე და მსურს ოფიციალურად შევიტანო ეს დოკუმენტი პროტოკოლში. გარდა ამისა, ზედიზედ 200 დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოვიდნენ ქუჩებში, ამერიკულ დროშებში გახვეულები და (აშშ) პრეზიდენტისადმი მიმართული პლაკატებით ხელში. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ზომები მიიღოს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე?“
რუბიომ დეტალები არ დააკონკრეტა და უპასუხა:
„როგორც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: ჩვენს ინტერესებშია თუ არა მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის ყოლა? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მთავრობამ ხარჯები აიღოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ ვეძებთ შესაძლო ზომებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს კონკრეტული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განხილვის საგანია. ეს ზუსტად ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საველე წარმომადგენლობას, რათა მივიღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ რომელ ზომებზე მოახდენს ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მგრძნობიარე რეაგირებას.“
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის დუმილის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებასთან და წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
ქვეყნის განვითარებას ხშირად სწორედ ის ადამიანები განსაზღვრავენ, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ ახალი იდეების ძიებაში არიან, პირველ, მაგრამ მნიშვნელოვან...
ცოტა დრო რჩება ბათუმში AD BLACK SEA 2026-ის დაწყებ...
თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა. „ექსპრესნიუსი“ გთავაზობთ მოთამაშის სტატისტიკას ...
თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
„ფინალის შემდეგ მომხდარი ყველაფრის შემდეგ, ...
საჭიროა ფორმულა - ყველა მინუს ივანიშვილი - ძალა ერთობაშია და ამას პრაქტიკაში უნდა ხორცის შესხმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის&ldq...
სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა როგორც რეალიზაციის პუნქტე...
Fox News-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ იორდანიაში ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული დარტყმებისთვის საპასუხო ზომების მი...
2022 წლიდან მოსკოვი ცდილობს ინდოეთის დარწმუნებას, მნიშვნელოვნად გაზარდოს საკვების, მედიკამენტების, აღჭურვილობისა და დანადგარების მარაგი. ერთ წელ...
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ იმედოვნებს სი ძინპინთან პირად შეხვედრას, რათა ჩინეთის პრეზიდენტი დაარწმუნოს ახალი გაზსადენის „სიბ...
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More