უდოს კომისიამ რეკომენდაცია მსუბუქი და საშუალოდ მძიმე დანაშაულითვის მსჯავრდებულებს გაუწია

პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ უდო-ს კომისიისა და პარლამენტის წევრის რატი მაისურაძის განცხადებით, კომისიამ რეკომენდაცია მსუბუქი და საშუალოდ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს გაეწიათ.
ამის შესახებ მაისურაძემ დღეს სხდომის დასრულების შემდეეგ განაცხადა.
მისი თქმით, დიდი სურვილი იყო რეკომენდაციები ქალებითვის და არასრულწლოვნბისთვისაც გაეწიათ, თუმცა მათი საქმის სიმძიმიდან გამომდინარე ეს ვერ მოხერხდა.
“სამწუხაროდ არცერთ ქალბატონი და არასრულწლოვანი არ იმსახურებდა რეკომედაციას, ვინაიდან მათი საპყრობილედან გამოსვლის შემთხვევაში საზოგადოება წყნარად ვერ იქნებოდა”,- განაცხადა მასრაძემ.
დღეს პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ უდო-ს კომისიამ 159 მსჯავრდებულიდან რეკომენდაცია 12 პატიმარს გაუწია.


















