სასაზღვრო პოლიციის შენობაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია

სასაზღვრო პოლიციის შენობაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
შემთხვევის ადგილზე 9 სახანძრო მანქანა მუშაობდა და ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა, ხანძარი პოლიცის შენობაში შახტაში არსებულ სადენებს გაუჩნდა და შენობის დაკვამლიანება მოხდა, რამაც პოლიციის თანამშრომლების პანიკა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა.


















