ე.წ. უდო–ს კომისიის სხდომა უკვე დაიწყო, სადაც 159 პატიმრის საქმეს განიხილავენ

,,ექსპრესნიუსი’’ – პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ. უდო–ს კომისიის სხდომა უკვე დაიწყო, სადაც 159 პატიმრის საქმე განიხილავენ.
როგორც სხდომის დაწყემადე ჟურნალისტებს კომისიის წევრმა და დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განუცხადა, სხდომაზე განხილული იქნება 159 პატიმრის საქმე, საიდანაც 8 საქმე ქალ პატიმარს ეკუთვნის, ხოლო 4 არასრულწლოვნებს.
კომისიის სხდომაზე პატიმართა საქმეების განხილვის შემდეგ, კომისია მათ რეკომენდაციას გაუწევს, რომელიც უკვე სასამართლოს გადაეგზავნება.
სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება რამდენი პატიმარი იქნება შეწყალებული.
შეგახსენებთ, რომ კომისიაში სულ 300 განაცხადია შესული.



















კომისიას ვუსურვებ წარმატებებს – სამართლიანობასა და ჰუმანურობაში !!!