This option will reset the home page of this site. Restoring any closed widgets or categories.

Reset

,,რესპუბლიკური პარტია’’ დიღმის ტყე-პარკის 9 ჰექტარიანი მონაკვეთის საზოგადოებრივ – საქმიან ზონად გამოცხადებას აპროტესტებს


,,რესპუბლიკური პარტია’’ დიღმის ტყე-პარკის 9 ჰექტარიანი მონაკვეთის საზოგადოებრივ – საქმიან ზონად გამოცხადებას აპროტესტებს.

როგორც დიღმის ტყე-პარკში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვენებული ინფორმაცია დიღმის ტყე-პარკის საზოგადოებრივ – საქმიანი ზონის ფართობის შესახებ წინააღმდეგობაშია საკრებულოს 2009 წლის 11 სექტემბრის ნომერ 10-24 გადაწყვეტილებასთან.

ხორგუანის განმარტებით, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერაქტიულ რუკაზე დიღმის ტყე-პარკში საზოგადოებრივი – საქმიანი ზონა არსებობს მხოლოდ 8 ჰექტარ ფართობზე, მაშინ როცა საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს ზონა ერთი ჰექტარით განისაზღვრა, შესაბამისად ,,რესპუბლიკელი’’ ინტერესდება საიდან გაჩნდა 8 ჰექტარი გასაყიდი ტერიტორიის ნუსხაში და რა სამართლებრივ საფუძველზე გადაიქცა ერთი ჰექტარი – ცხრად.

პარტიის წევრი თინა ხიდაშელი მიმართავს დედაქალაქის მერიას, გამოაქვეყნოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც, ეს ცვლილება განხორციელდა და ასევე, მერიამ მიაწოდოს ინფორმაცია, როდის და რა სახის სამშენებლო სამუშაოები იგეგმება დიღმის ტყე-პარკის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ტერიტორიაზე.

ამასთან, ,,რესპუბლიკელები’’ მოუწოდებენ ქალაქის ხელმძღვანელობას გამწვანების სპეციალურ ზონაში ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა შეაჩერონ, იზრუნონ ტყე-პარკის მოვლა-შენარჩუნებაზე, სარწყავი სისტემის გაყვანასა და ხეების მკურნალობაზე.

ხიდაშელის განმარტებით, ტყე –პარკის გაშენება 1939 წელს დაიწყო და 200 ჰექტარზე გაშენდა, თუმცა დღეს დაახლოებით 75 ჰექტარია დარჩენილი. 2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულომ ტყე-პარკის ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიანიჭა.

მოათავსეთ კომენტარი