უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გუშინ მომხდარ აფეთქებას 80 წლის მონაზონის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გუშინ მომხდარ აფეთქებას 80 წლის მონაზონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ზაპოროჟიეს რაიონში მდებარე ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში საღამოს ლოცვის დროს გაქრისტიანების დღესასწაულზე ამოქმედდა.
შემთხვევის შედეგად 80 წლის მონაზონი გარდაიცვალა, ხოლო 9 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ წუთებში მუშაობენ და მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლის საქმე განძრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
სამართალდამცველთა ცნობით, მომხდარი აფეთქება 500 გრამი ტროტილის სიმძლავრის ექვივალენტური იყო.


















