This option will reset the home page of this site. Restoring any closed widgets or categories.

Reset

საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიაზე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ორ პროექტს განიხილავს


საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიაზე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ორ პროექტს განიხილავს.

პარლამენტი სექტემბერში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ პროექტზე დაიწყებს მსჯელობას, რომელსაც აგვისტოს განმავლობაში, პარლამენტის საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისია განიხილავს.

როგორ ჟურნალიტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განუმარტა, საშემოდგომო სესიაზე ორგანო მიუბრუნდება გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებზე მსჯელობას.

შეგახსენებთ, რომ გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტს 111 ხმით, გასული წლის ბოლოს, პირველი მოსმენით აქვს მიღებული, თუმცა მას შემდეგ საკითხზე განხილვა აღარ მომხდარა.

ცვლილების პროექტის მიხედვით, ხანგრძლივვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვარს და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს საქართველოს შესაბამისი კანონი დაადგენს. Aასევე, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა. მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის ინიციატივის უფლება მხოლოდ საქართველოს პრესიდენტს ექნება.

ამასთან, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.

მოათავსეთ კომენტარი