პრეზიდენტის იმპიჩმენტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ხვალ, „ქართულ აკადემიის“ წევრებს შეხვდებიან

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ხვალ, „ქართულ აკადემიის“ წევრებს შეხვდებიან.
ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ,,თეთრების’’ პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები აკადემიის წევრებს წარუდგენენ ევროპელ ექსპერტებთან შეთანხმებულ მოსაზრებებს საქართველოში რეფერენდუმის წესით პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოწყობის სამართლებრივი პრინციპების თაობაზე და გააცნობენ იმპიჩმენტის პროექტს.


















