This option will reset the home page of this site. Restoring any closed widgets or categories.

Reset

პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩაგდების შემდეგ, მისი ხელმეორედ დაყენების უფლება არ ექნება


პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩაგდების შემდეგ, მისი ხელმეორედ დაყენების უფლება არ ექნება.

აღნიშნულს ახალი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ითვალისიწნებს, რომელიც საყოველთაო საჯარო განხილვის კომისიამ დღეს პარლამენტში სამეცნიერო წრეებთან განიხილა.

ჩვლილებებისა და დღეს მოქმედი ნორმის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შესაძლებელია მაშინ, თუ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები არსებობს.

რაც შეეხება პროცედურას, პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 1/3–ს. საკითხი კი, შემდეგ დასკვნისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან კონსტიტუციის დარღვევა, დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა, პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 2/3–მა.

დღეს არსებული ნორმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტმა კენჭი ორჯერ უნდა უყაროს პირველად საკითხის მიზანშეწონილობას და შემდეგ უშუალოდ იმპიჩმენტის საკითხს და თუ 30 დღის ვადაში პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წარდგენა.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საკითხზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

მოათავსეთ კომენტარი