21:45 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 21:53:22, 3554 ნახვა

პოლიტიკა
ლეილა მუსტაფაევა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს აცხადებს

ლეილა მუსტაფაევა, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ აღნიშნა, რომ მას არ სურს აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარის თქმა, რაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შედეგად მოხდება. 

„მე უარს ვამბობ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. ეს ნიშნავს რომ მე უარი უნდა ვთქვა აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე, რაც არ მსურს. თუ მსურდა საქართველოს მოქალაქეობა, მე ამას ადრე გავაკეთებდი. გასულ წელს მე ბინადრობის უფლების მიღებაზე მივმართე ქართულ მხარეს, რაზეც მითხრეს, რომ თქვენ სახიფათო საქმეებით ხართ დაკავებული და ეს საქართველოს ინტერესებში არ შედისო. ახლა აღარ ვარ სახიფათო, რაც ჩემი ქმარი დაიჭირეს? არაა საჭირო შოუების მოწყობა, ჯობია სამართალდამცავებს მიმართონ რომ გამოიძიონ საქმე ისე როგორც საჭიროა“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.  

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა. 

რამდენიმე წუთის წინ, აღნიშნულს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სპეციალური დოკუმენტაციით მიმართვის შემთხვევაში, პრეზიდენტი აფგან მუხტარლის ოჯახს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics