13:41 - 16 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 20:32:09, 227 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - მამული, ენა, სარწმუნოება - ქართველი ერი კვლავ ერთგულია ილიას დანატოვარის

„მამული, ენა, სარწმუნოება-ქართველი ერი კვლავ ერთგულია ილიას დანატოვარის“,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე განაცხადა.

მინისტრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოემხაურა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი რუსული არ არის.

„საზოგადოების ერთმა ნაწილმა მისცა თავს უფლება ესაუბრა ქართველი ხალხის სახელით და რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით გაჩნდა პროტესტი საზოგადოების სხვა ნაწილში. ბუნებრივია არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და არცერთ ნაწილს საზოგადოებისა არ აქვს უფლება აუკრძალოს სხვას ჰქონდეს შეხედულება რომელიც , გახლავთ ყველაზე ახლო ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრადიციულ ღირებულებებთან, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან-ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოებაში გაჩნდა საჭიროებაც და სურვილიც იმისა, ეს ყველაფერი ხმამაღლა თქმულიყო.

მეორე დასკვნა რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი გაჩნდა , რომელიც თვლის , რომ მოვიდა დრო რომ, საკუთარ თავს მისცენ უფლება და თქვან რომ ტრადიციული სანუკვარი ტრიადა ქართველი ხალხის -მამული, ენა , სარწმუნოება -იქიდან სარწმუნოება გამოდევნონ და დატოვონ მხოლოდ ორი და თავის თავზე მორგებული გაგება ჰქონდეთ ილიას დანატოვარის. ესეც საზოგადოებაში იწვევს გარკვეულ განსხვავებულ შეხედულების გახმოვანების სურვილს.

ასევე, ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც უნდა ითქვას არის, ის რომ ქართველ ერს კვლავ აქვს სურვილი თქვას, ხმამაღლა საკუთარი ერთიანობის შესახებ , ყველა იმ ღირებულებაზე დაყრდნობით , რომელიც ქართული ტრადიციული ღირებულებაა- მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც. ეს არის საგანგებოდა მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება რუსულია თუ არა ეს კანონი, რა თქმა უნდა არ არის ეს რუსული კანონი. არ შეიძლება რუსულად ნათლავდე რამეს და არ გქონდეს საამისო ერთი არგუმენტი მაინც და ერთი ფრაზაც კი ვერ იპოვო ისეთი , რომლის ანალოგიც არ არის ევროპულ კანონში , ამერიკულში-ეს მეორეხარისხოვანია იმ ფონზე, როდესაც დღის წესრიგში დგას მთავარი-ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით მათ შორის, ეს ტრიადა აღიარებულია -მამული ენა სარწმუნოება. ქართველი ერი კვლავ ერთგულია ილიას დანატოვარისა.

საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისაც მერკანტილური აზრი აქვს , რომ რამენაირად მზის შუქზე არ გამოვიდნენ და კვლავ რჩებოდნენ ჩრდილში. იმ ხალხის ნათქვამიდან შეიძლება კიდეც ვინმემ ირწმუნა , ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებში. ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები რომლებიც ღიად ლობირებენ-მაგ : სააკაშვილს, ასევე, იმ ხელისუფლების დაბრუნებას, რომელმაც სადისტურად დაამახსოვრა თავი მთელ კაცობრიობას. ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება მიზეზთა სიმრავლე იყოს. ჭეშმარიტება არის ის რომ არაფერი ამ კანონში რუსული არ არის-ყველას ვთხოვ დავსხდეთ , წავიკითხოთ და შევადაროთ რუსულ ვარიანტს. ყველა აღმოაჩენს, რომ არასწორად მიწებებულ იარლიყთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრები ენმ-დან ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
კალაძე ახალგაზრდებს - რ დაუჯეროთ არავის, გაქვთ იმის ინტელექტი, წაიკითხოთ ეს კანონი, სხვა ქვეყნებში მიღებულიც და შეადაროთ ერთმანეთს
კახა კალაძე - ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს
120 ორგანიზაცია - რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics