2024-04-29 15:04:31, 244 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული უკანონო წარწერების წაშლასთან დაკავშირებით, რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს. განცხადების თანახმად, "გუშინდელი აქციის შემდეგ, წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, როგორც შენობებზე, ასევე, გზის საფარზე, ტროტუარებსა და ვიტრინებზე. წარწერები გაკეთდა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე". "შეგახსენებთ, რომ ეს არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც კანონდარღვევაა. რაც შეეხება ფასადების უკანონო წარწერებისგან გასუფთავებას, იგი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავენ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე. მოვუწოდებთ ყველას, მისცენ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები", - ნათქვამია განცხადებაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კალაძე - ვერც ერთი ადამიანი მოიყვანს მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ნაბიჯი, რომელიც გაატარებდა რუსულ ინტერესს
კალაძე - ევროპულ ქვეყნებში ან ამერიკაში პოლიტიკოსებს რისთვის ირჩევს მოსახლეობა, რომ სხვა ქვეყნების ინტერესები გაატაროს?
კახა კალაძე - ევროპაში თავაწეული დავდივარ - რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|