2024-04-28 23:51:53, 349 ნახვა
საზოგადოება
შსს - აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - პოლიციამ კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, "არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს". "აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ვედანტ პატელი - საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება
პრეზიდენტი - მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმი იქნება
15 მაისის 09:30 საათიდან, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|